ფეხბურთი

21:46 | 29.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“კორდობა” “იუვენტუსის” ფეხბურთელით გაძლიერდა

როგორც “მარკა” იუწყება, “იუვენტუსის” 24 წლის ფეხბურთელი ლუკა მარონე განათხოვრების წესით სეზონის ბოლომდე “კორდობაში” ითამაშებს. მიმდინარე სეზონში მარონეს სერია ა-ს ერთ მატჩშიც არ უთამაშია და “კორდობაში” გადასვლის მთავარი მიზეზი სათამაშო დროის უქონლობა გახლდათ.

ლუკა მარონე ტურინული კლუბის საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, კლუბთან პროფესიული კონტრაქტი კი 2009 წლიდან აკავშირებს. სხვადასხვა დროს განათხოვრებული იყო “სიენასა” და “სასუოლოში”, ამჯერად კი სამშობლოს დატოვება გადაწყვიტა.

მარონეს უთამაშია იტალიის 17, 19 და 21 წლამდე ნაკრებებში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117219