ჭადრაკი

21:35 | 29.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მოჭადრაკე ქალთა მსოფლიო ჩემპიონატს სოჭი უმასპინძლებს

2015 წლის 16 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატს რუსეთის საკურორტო ქალაქი სოჭი უმასპინძლებს.

ასპარეზობა ოლიმპიური სისტემით ჩატარდება, რომელშიც პლანეტის 64 წამყვანი სპორტსმენი იასპარეზებს. მათ შორის ქართველი მოჭადრაკეები: ბელა ხოტენაშვილი, სალომე მელია, ნინო ხურციძე, ლელა ჯავახიშვილი და მერი არაბიძე. აღნიშნულ ტურნირში გამოსვლის უფლება საქართველოს ნომერ პირველ და ქალთა შორის პლანეტის პირველი ხუთეულის წარმომადგენელ ნანა ძაგნიძესაც ჰქონდა, მაგრამ იგი მეორე ბავშვს ელოდება და სოჭში ამის გამო ვერ იასპარეზებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110713