ფეხბურთი

18:51 | 29.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მახარაძის დუბლი უნგრელებთან

კახა მახარაძემ ტაშკენტის “ფახთაქორის” შემადგენლობაში დუბლი შეასრულა. თურქული შეკრების დასკვნით შეხვედრაში უზბეკებმა უნგრეთის “ჰალადაში” 2:1 დაამარცხეს.

პირველ ტაიმში უნგრელებმა ანგარიში თერთმეტმეტრიანიდან გახსნეს. 78-ე წუთზე, მახარაძემ პენალტი ზუსტად შეასრულა და თანაფარდობა აღადგინა. 82-ე წუთზე მან მატჩში საბოლოო წერტილი დასვა.

2 თებერვალს “ფახთაქორი” თურქეთში მეორე შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც 5 თებერვალს ქუთაისის “ტორპედოს” შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120314