ფეხბურთი

17:49 | 29.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძეს კლუბის შეცვლა არ სურს

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების შემტევ ნახევარმცველს ჯანო ანანიძეს მოსკოვის “სპარტაკიდან” წასვლა არ სურს და მიმდინარე სეზონის დასრულებას ამჟამინდელ კლუბში აპირებს.

“კლუბის გამოცვლაზე არ ვფიქრობ, რადგან “სპარტაკში” ფეხის მოკიდება მსურს. სამწვრთნელო შტაბის ნდობა მაქვს, რომელიც თავად ვერ გავამართლე, მაგრამ ბოდიში მოვიხადე და მსურს მურატ იაკინს დავუმტკიცო, რომ ვტყუოდი და გუნდში დაბრუნებისკენ ვისწრაფვი.

კლუბის დატოვებას ყოველთვის მოვასწრებ, დამკვიდრება ძნელი იქნება, მაგრამ ეს მსურს. ჩემი კლუბი მიყვარს და მინდა ყველას დავუმტკიცო, რომ შემიძლია ალექსივით ვითამაშო, რომელსაც გულშემატკივრები მუდმივად იხსენებენ.

ახლა ყველაფერი მწვრთნელსა და ჩემზეა დამოკიდებული. თუ კარგად მოვემზადები და მწვრთნელი სასტარტოში დამაყენებს, მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ სასტარტოში დავმკვიდრდე” – იუწყება ანანიძის სიტყვებს მოსკოვის “სპარტაკის” ფანების ვებგვერდი spartak-fan.ru.

ამჟამად, ანანიძე “სპარტაკის” შემადგენლობაში სეზონის განახლებისთვის ესპანეთში ემზადება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11458