ჩოგბურთი

10:16 | 29.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფინალში სერენა და მარია ითამაშებენ

ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ერთეულთა თანრიგის ფინალში ერთმანეთს რეიტინგში პირველ-მეორე ადგილებზე მყოფი ჩოგბურთელები ამერიკელი სერენა უილიამსი და რუსი მარია შარაპოვა შეხვდებიან. ნახევარფინალში ორივე მათგანმა თანამემამულე დაამარცხა. სერენამ მედისონ კიზს 7:6, 6:2 მოუგო, მარიამ კი ეკატერინა მაკაროვას 6:3, 6:2 სძლია.

33 წლის სერენა სადიდსლემო ტურნირების ფინალში 23-ედ ითამაშებს, ამასთან მეექვსედ იასპარეზებს ავსტრალიის ღია პირველობის გადამწყვეტ მატჩში. უილიამს-უმცროსის აქტივში 18 სადიდსლემო ტიტულია. მელბურნში ფინალში გასვლით სერენა კლასიფიკაციაში მოწინავე პოზიციას შეინარჩუნებს.

შარაპოვას რაც შეეხება, მან მეათედ გააღწია დიდი სლემის ასპარეზობების მთავარ მატჩში. წინა 9 ფინალიდან მაშამ ხუთჯერ იმარჯვა, ამასთან 2008-ში ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110505