ავტოსპორტი

21:52 | 28.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

„რენომ“ ფ1-ის ძრავი ძირეულად შეცვალა

„რენო“ აცხადებს, რომ თავის ფორმულა ერთის ძრავს საფუძვლიანი მოდიფიკაცია ჩაუტარა და იმედოვნებს, რომ ეს მის მთავარ პარტნიორ „რედ ბულს“, „მერსედესთან“ ტოლსწორად პაექრობაში შეუწყობს ხელს. ხერესის ტესტების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ფრანგული კომპანიის ფ1-ის პროგრამის მმართველმა დირექტორმა სირილ აბიტბულმა ჩატარებული სამუშაოების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, კომპანიამ ძალიან დიდი ნაბიჯით წაიწია წინ. ძრავი იქნება მძლავრი და გამძლე. მაგრამ მან არ იცის, სად იქნებიან დანარჩენები. ამასთან, „რენომ“ სრულად არ ამოწურა ის შესაძლებლობები, რომლებსაც სეზონის მსვლელობისას გამოიყენებს. აბიტბულის თქმით, „მერსედესთან“ ჩამორჩენა შემცირდება, თუმცა რამდენად, ამის შეფასება ტესტების დაწყებამდე შეუძლებელია.

ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, სეზონებს შორის, კომპანიებს აგრეგატის 48 პროცენტის მოდიფიცირების უფლება აქვთ. ამასთან, მოდიფიცირება სეზონის განმავლობაშიც ნებადართულია. „რენო“ ამბობს, რომ ახალი სეზონის წინ, მოდიფიკაციისთვის დათქმული 32 პირობითი ქულის მეტი წილი აითვისა, თუმცა მრაგში რამდენიმე პირობითი ქულა დაიტოვა, რათა ისინი სეზონის მსვლელობისას, საჭიროების შესაბამისად გამოიყენოს.

„რენოს“ ფ1-ის პროგრამის ტექნიკური დირექტორი რობ უაიტი ამბობს, რომ ძრავის სტრუქტურა ძირეულად შეიცვალა. დამუშავდა ყველა სისტემა და ქვე-სისტემა. მთავარი აქცენტი, პრიორიტეტულ კვანძებზე გაკეთდა, რომლებსაც აგრეგატის მახასიათებლების გაუმჯობესება შეუძლია. დამუშავდა შიდაწვის ძრავი, ტურბო დამჭირხნი და ელემენტების ბლოკი.

„შიდაწვის ძრავს აქვს სხვანაირი წვის კამერა, გამოსაბოლქვი სისტემა, რომელშიც ცვალებადი განივკვეთის მილები შედის. დამუშავდა ენერგიის აღდგენის სისტემები, რომლებსაც მძიმე პირობებში უწევს მუშაობა. კომპრესორი უფრო ეფექტურია. წინა აგრეგატი კარგად იყო ავტომობილთან შეთანწყობილი და გრავიტაციის დაბალ ცენტრს უზრუნველყოფდა, თუმცა ამ მხრივაც წინ წავიწიეთ. მოხდა ბევრი სისტემის და ფუნქციის რაციონალიზაცა და გამარტივება“, - ამბობს უაიტი და დასძენს, რომ წინა ძრავიდან ახალზე ძალიან ცოტა რამ გადმოვიდა.

http://autopanoramaf2.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113964