რაგბი

12:15 | 28.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მილიონერი კარტერი და დანარჩენები

რაგბის პოპულარიზაციის ზრდასთან ერთად წამყვანი მოთამაშეების ხელფასებიც გაიზარდა, მაგრამ მათი შემოსავალი სპორტის სხვა სახეობების თუნდაც საშუალო დონის შემსრულებლებთან ახლოსაც ვერ მივა.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მორაგბეების ათეულს თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ მათი წლიური ფინანსური მონაგარი ხშირ შემთხვევაში ფეხბურთელთა ყოველთვიურ შემოსავალსაც არ უტოლდება.

ყველაზე დიდი შემოსავალი ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრების მგეზავს, ტესტ-მატჩებში პლანეტის საუკეთესო მექულე დენ კარტერს ექნება, რომელიც მომავალი სეზონიდან, უფრო ზუსტად კი, 2015 წლის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ საფრანგეთში, პარიზულ “რასინგ მეტროში” გადავა. ახალ გუნდში ის სეზონის განმავლობაში 1 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ამ შესანიშნავი ათეულიდან 9 საფრანგეთში თამაშობს, 7 მათგანი კი, ორი გუნდის – “ტულონისა” და “რასინგ მეტროს” ღირსებას იცავს (ან დაიცავს). ამ შვიდეულიდან 4 მამუკა გორგოძის, კოტე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას თანაგუნდელია (“ტულონი”):

  1. დენ კარტერი, ახალი ზელანდია/ რასინგ მეტრო (საფრანგეთი) - 1 მილიონი ფუნტ სტერლინგი
  2. მეტ გიტო, ავსტრალია/ ტულონი (საფრანგეთი) - 700 ათასი ფუნტ სტერლინგი
  3. ლი ჰალფპენი, უელსი/ ტულონი (საფრანგეთი) - 600 ათასი ფუნტ სტერლინგი
  4. სემ ბერჯესი, ინგლისი/ ბათი (ინგლისი) - 500 ათასი ფუნტ სტერლინგი
  5. ჯონათან სექსტონი, ირლანდია/ რასინგ მეტრო (საფრანგეთი, სეზონის დასრულების შემდეგ სამშობლოში ბრუნდება) - 494 ათასი ფუნტ სტერლინგი
  6. ბრაიან ჰაბანა, სამხრეთ აფრიკა/ ტულონი (საფრანგეთი) - 474 ათასი ფუნტ სტერლინგი
  7. მორგან პარა, საფრანგეთი/ კლერმონი (საფრანგეთი) - 436 ათასი ფუნტ სტერლინგი
  8. ტიერი დუსოტუარი, საფრანგეთი/ ტულუზა (საფრანგეთი) - 408,1 ათასი ფუნტ სტერლინგი
  9. ჯემი რობერტსი, უელსი/ რასინგ მეტრო (საფრანგეთი, სავარაუდოდ, სეზონის დასრულების შემდეგ სამშობლოში, კარდიფ ბლუზში დაბრუნდება) - 390 ათასი ფუნტ სტერლინგი
  10. ბაკოს ბოთა, სამხრეთ აფრიკა/ ტულონი (საფრანგეთი) - 389 ათასი ფუნტ სტერლინგი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110585