ჩოგბურთი

12:05 | 28.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონი ნახევარფინალშია (+VIDEO)

ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედი გამარჯვებული, რეიტინგსიის მეოთხე ნომერი სტენ ვავრინკა წლევანდელი ტურნირის ნახევარფინალში 25 წლის იაპონელი კეი ნიშიკორის 6:3, 6:4, 7:6 დამარცხების შემდეგ გავიდა. დევისის თასის 29 წლის შვეიცარიელის სანახევარფინალე მოწინააღმდეგეს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ჩერნოგორიული წარმოშობის კანადელი მილოშ რაონიჩის დაპირისპირება გაარკვევს.

კლასიფიკაციის მეხუთე ნომრის ნიშიკორის ძლევას ვავრინკამ 2 საათი და 3 წუთი მოანდომა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში სტენის ანგარიშზე 20 ეისი და 3 ბრეიკია. ვავრინკამ ნიშიკორისთან პირადი შეხვედრების ანგარიში 3:1 გახადა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120048