კალათბურთი

22:42 | 25.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის უქულო მატჩი ყაზანში

მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ ვთბ-ლიგაში მე-16 მატჩი მოიგო და ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებს. მოსკოველებმა მორიგ წარმატებას ყაზანში მიაღწიეს, სადაც ტრავმირებული ვიქტორ სანიკიძის გარეშე მოთამაშე “უნიკსი” 75:73 დაამარცხეს.

მარკოიშვილი სათადარიგო გახლდათ და მოედანზე 14:22 წუთი გამოჩნდა, თუმცა, უქულოდ დარჩა. ქართველმა მცველმა ორქულიანი და 3 სამქულიანი ააცილა და აქტივში 2 მოხსნა ჰქონდა. მანუჩარმა 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

ცსკა-ს რიგებში გამორჩეული კვლავ ფრანგი ლეგიონერი ნანდო დე კოლო იყო, რომელმაც 28 ქულა ჩააგდო, ყაზანელებს კი 22 ქულით ბერძენმა კოსტას კაიმაკოღლუმ ულიდერა.

1 თებერვალს მოსკოველები ყუბანის “ლოკომოტივს” უმასპინძლებენ, მე-6 ადგილზე მყოფი “უნიკსი” კი ამ დღეს ფინურ “ბაიზონსს” ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119161