ჩოგბურთი

18:23 | 25.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი მეოთხედფინალში ბერდიხს დაუპირისპირდება

მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა ავსტრალიის ღია პირველობის მერვედფინალში სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონი 7:5, 6:1, 6:4 დაამარცხა. მატჩმა 2 საათსა და 8 წუთს გასტანა. დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონმა 3 ეისი ჩააწოდა და ამდენივე ორმაგი შეცდომა დაუშვა. ანდერსონს 8 ეისი და 3 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.

მეოთხედფინალში რაფაელის მეტოქე მსოფლიო რეიტიგნის მე-7 ნომერი ჩეხი ტომაშ ბერდიხი იქნება, რომელმაც დღეს ავსტრალიელ ბერნარდ ტომიშს სამ სეტში სძლია - 6:2, 7:3, 6:2. ურთიერთშეხვედრებში ნადალი ბერდიხს 18:3 უგებს.

ნადალი ბერდიხის მატჩი 27 იანვარს თბილისის დროით დილის 4 საათზეა დაგეგმილი, თუ წვიმამ ან მაღალმა სიცხემ კორექტივები არ შეიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107642