ვიდეო სიახლეები

14:49 | 24.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტომპსონმა ნბა-ს რეკორდი დაამყარა (VIDEO)

“გოლდენ სტეიტმა” შინ “საკრამენტო” 126:101 დაამარცხა. “ოქროს შტატელების” მსროლელმა კლეი ტომპსნმა გუნდს 52 ქულა შესძინა. კლეიმ მესამე პერიოდში მეტოქეს 37 ქულა ჩაუგდო, რაც ნბა-ს რეკორდია. ტომპსონმა 9-დან ცხრავე სამქულიანი ჩააგდო, 4-დან 4 ორქულიანი მოათავსა კალათში და 2 საჯარიმო სროლიდან ორივე გამოიყენა. აქამდე ერთ პერიოდში ყველაზე მეტი ქულა ჯორჯ ჯერვინს და კარმელო ენტონის (33 ქულა) ჰქონდათ ჩაგდებული.

0.124436