ფეხბურთი

10:58 | 20.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დორტმუნდი” როისს წელიწადში 8 მილიონს სთავაზობს

დორტმუნდის “ბორუსიას” ხელმძღვანელობა გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის მარკო როისის შენარჩუნების ახალ გზებს ეძებს. საფეხბურთო ვებგვერდ გოალ-ის ინფორმაციით, დორტმუნდელები კლუბის სპონსორებთან “ოპელთან” და “პუმასთან” ახალ გეგმას განიხილავენ, რომლის მიხედვითაც როისს წელიწადში 8 მილიონ ევროს შესთავაზებენ.

იმ შემთხვევაში თუ გუნდის სპორნსორები ზედმეტი თანხების გამოყოფაზე დასთანხმდნენ, ჯერი გერმანელ ფეხბურთელზე იქნება. როისმა უნდა აირჩიოს დარჩება თუ არა “დორტმუნდის” რიგებში ან რომელიმე სხვა გრანდს მიაშუროს.

ევროპული მედია მარკოს მიუნხენის “ბაიერნთან” და მადრიდის “რეალთან” აკავშირებს. ორივე გუნდის ხელმძღვანელობა მზადაა ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადოს.

როისს “ბორუსიასთან” კონტრაქტი 2017 წლის ივლისამდე აკავშირებს. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონ ევროს შეადგენს. მიმდინარე სეზონში მარკოს ტრავმის გამო რამდენიმე მატჩი გაუცდა. ჯამში ნახევარმცველმა საკლუბო დონეზე 11 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 6 გოლი და 3-ჯერ თანაგუნდელებსაც გაატანინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113238