ჭიდაობა

12:05 | 18.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოქრო-ბრინჯაოები ბაქოდან

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა ბაქოში გამართულ მუშვიგ ისაევის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე 6 მედალი მოიპოვა. ვანო გოდელაშვილი (54 კგ), ივერიკო ჯულაყიძე (69 კგ) და დემურ მეგენეიშვილი (76 კგ) ჩემპიონები გახდნენ. გოგა მამიაურმა (58 კგ), თორნიკე კვინიკაძემ (63 კგ) და ზურა ურტაშვილმა (100 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

გადამწყვეტ ბრძოლაში სამივე ქართველმა ჩემპიონმა აზერბაიჯანელ მეტოქეს აჯობა. გოდელაშვილმა კანან შაჰბაზოვი დაამარცხა, ჯულაყიძემ – ისმაილ აბდულაევი, ხოლო მეგენეიშვილმა – რავილ ბადაზადე.

გიორგი იანტბელიძის გუნდის წევრთაგან საპრიზო სამეულამდე თითო მოგება დააკლდათ გია უგრელიძეს (42 კგ) და გიორგი ბრეგვაძეს (76 კგ) – ორივე რეპეშაჟის ფინალში დამარცხდა და მე-5 ადგილი დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111877