სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
???
ლევან სეფისკვერაძე

19:53 | 30 აპრილი, 2017

ეჰ ზაზა...

არ ვიცი, შეიძლება არ იყოს სწორი ზაზა ჯანაშიას მიერ რუსულ www.championat.com-სათვის მიცემულ ინტერვიუზე ამდენი საუბარი და ამ თემის ზედმეტად წინ წამოწევა, მაგრამ ადამიანებს რაც გულზე ყველაზე მეტად გვხვდება და გვტკივა, წესით სწორედ იმაზე უნდა იწერებოდეს და ითქმოდეს და საერთოდ, ვფიქრობ რომ მედია ზუსტადაც რომ სათქმელის თქმისათვის არსებობს.

ლევან სეფისკვერაძე

20:00 | 23 აპრილი, 2017

კაცი “იუვენტუსის” მაისურით

თუ შეშლილი არა ხარ, ნამდვილად არ გადაწყვეტ სუსხიან საღამოს, ფლორენციაში “არტემიო ფრანკის” სტადიონის წინ ტურინის “იუვენტუსის” მაისურით ვარჯიშს, რადგან გამბედაობა და უშიშრობა კარგი თვისებები რომაა - ეს ყველამ ვიცით, თუმცა თუკი გამბედაობის უკან არაფერი დგას, შეშლილის გამბედაობა აბა რა საქები და გამოსარჩევი ამბავია? მაგრამ ჩვენ ეს ვნახეთ და ალბათ არც არასოდეს დაგვავიწყდება...

ლევან სეფისკვერაძე

20:44 | 19 აპრილი, 2017

მარადიული კითხვა: დასავლეთი თუ აღმოსავლეთი?

წელს არა და, 2018/2019 წლების საფეხბურთო სეზონში კი აღსრულდება იტალიის საკლუბო ფეხბურთის ქომაგთა დიდი ოცნება და როგორც იქნა, სერია “ა”-ს წარმომადგენლები უპირველეს ევროტურნირზე კვლავ 4 კლუბით იქნებიან წარმოდგენილი. ეს რამდენად წაადგება პოზიციებშერყეულ კალჩოს ჯერ არავინ იცის, თუმცა, მთავარ ევროტურნირზე იტალიური კლუბების მატება რომ მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი ფაქტია – ცხადია.

ლევან სეფისკვერაძე

19:14 | 09 აპრილი, 2017

საქართველოს ნაკრები და პასუხგაუცემელი კითხვები

ერთადერთი, რაზეც მთელი საქართველო ვთანახმდებით ალბათ ისაა, რომ ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს დიდი და მოუშორებელი იარა სდევს თან და რაც ყველაზე მძიმე ასატანია - ეს წყლული არათუ არ შუშდება, არამედ გარშემო ყველაფერს აავადებს და საშველი კი არსაიდან ჩანს.

ლევან სეფისკვერაძე

11:06 | 02 აპრილი, 2017

ჩვენებური აზარტი

90-იანი წლების ბოლოს, როდესაც თბილისში პირველად რამდენიმე ინტერნეტ კაფე გაიხსნა, თბილისელი ახალგაზრდები დიდი აღტაცებით უამბობდნენ ერთმანეთს იმ "დაუჯერებლად მაღალი ხარისხის" თამაშების შესახებ, რომელთა შესახებ მხოლოდ ტელევიზორში თუ ენახათ ან უცხოეთში ნამყოფი ახლობლებისაგან მოესმინათ და წარმოიდგინეთ, როგორი ბედნიერები იქნებოდნენ ამ ნანატრმა თამაშებმა ჩვენს ქალაქამდეც, რომ მოაღწია. "ფეხბურთები" "ომები" "ავტორბოლები" და კიდევ უამრავი გასართობი, რასაც ყოვლისშემძლე კომპიუტერი ქართველ მომხმარებელს სთავაზობდა, ბევრი თბილისელი ახალგაზრდის ინტერნეტ კაფეში ღამისთევის და სახინკლეში წასვლაზე უარის თქმის მიზეზი გახდა.

ლევან სეფისკვერაძე

10:30 | 26 მარტი, 2017

კვლავ ის ორნი

გაზაფხული წელში გამიართა და გვარიანადაც დაცხა. აბა ამ დროს ველზე ჯირითი იქნება? თან ეს რა ბუკისა და ნაღარის ხმაა ჩემო მეგობარი სანჩო? ვინ ზეიმობს აგრერიგად და რა ამბავია?

ლევან სეფისკვერაძე

15:13 | 19 მარტი, 2017

ქართველი ქომაგის ფიქრები ყოველი მატჩის დასრულების შემდეგ

როდესაც საქართველოსა და რუსეთის ნაკრებთა სარაგბო მატჩი დასრულდა, და გამარჯვებით გახარებული ქომაგები ეროვნული სტადიონიდან გამოვიდნენ, მათ კიდევ ერთხელ გაუჩნდათ საფიქრალი, თუ როგორ მოეხერხებინათ სახლებში წასვლა და შეძლებდნენ თუ არა სამარშრუტო ტაქსებში შეჭეჭყვას.

ლევან სეფისკვერაძე

22:00 | 12 მარტი, 2017

უარყოფილი საქართველო

ბედნიერნი ხართ ბებერი ევროპის შვილებო, რამეთუ არ იცით რას ნიშნავს ემეზობლებოდე რუსეთს! ჩვენთვის კი ეს უკვე მთელი ტრაგედიაა, დიდი და დაუსრულებელი ტრაგედია, რომელსაც დასასრული არ უჩანს და თქვენის ხელშეწყობით, შესაძლებელია არც არასდროს დასრულდეს!

ლევან სეფისკვერაძე

10:42 | 06 მარტი, 2017

უმადურობა

უმადურობა ადამიანების საშინელი სენია. იმაზე უფრო საშინელი, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, რადგან უმადურობა როგორც წესი შეფარულია, მიჩქმალულია, კონკრეტული ადამიანების პირად ურთიერთიბებს მოიცავს და მის დასანახად დიდი ძალისხმევაა საჭირო.

ლევან სეფისკვერაძე

19:22 | 26 თებერვალი, 2017

ოცნებების ქვეყანა

საქართველო ზოგადად მეოცნებეთა ქვეყანაა და ჩვენი მეოცნებეობა სხვა მრავალ ასპექტთან ერთად, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მომავლის იმედებშიც გამოიხატება. ჩავიხედოთ ყველამ გულში და ნამდვილად აღმოვაჩენთ, რომ ყველას გვგონია და გულისგულში გვჯერა სასწაულის ქმნის და ჩვენი ეროვნული ნაკრების მსოფოიოს ჩემპიონატზე გასვლის და საკუთარ თავსაც კი ვერ ვუტყდებით ამ ოცნების უსუსურობაში.

ილია ნანობაშვილი

18:08 | 18 თებერვალი, 2017

ვარსკვლავი, რომელიც არავის სძულდა

არიან ფეხბურთელები, რომლებიც ძალიან უყვართ, ან ძალიან სძულთ. ეს, როგორც წესი, ვარსკვლავებს უფრო ეხება, და რაღა ჩავუღრმავდეთ, ასე არ არის ბოლო ათწლეულის მარადიული თემა "მესი თუ რონალდუ"? მაგრამ იყვნენ და არიან ვარსკვლავები, რომლებიც არ სძულთ, ან თუ სძულთ, ძალიან ცოტას.

123456შემდეგი >>
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.03627